დასაბრუნებელი მოწმობა არასრულწლოვანი პირისათვის
დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სამგზავრო დოკუმენტს გაუვიდა მოქმედების ვადა, დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან არ ფლობთ მას.
არასრულწლოვანსა და ქმედუუნარო პირზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. ამასთან, არასრულწლოვანზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვის დაწყებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა;
საკონსულოში ვიზიტის დასანიშნად ან დასაბრუნებელი მოწმობის ფოსტით მისაღებად გთხოვთ მოახდინოთ ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია. თუ გსურთ დასაბრუნებელი მოწმობის ფოსტით მიღება მომსახურების მიღების ფორმად მიუთითეთ "საფოსტო გზავნილი";
გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება-ანკეტა (საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტის მიღება გსურთ ფოსტის მეშვეობით). განცხადება-ანკეტა შევსებულ უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი კანონიერი წარმომადგენელის მიერ;
- გენერალურ საკონსულოში მშობლის გამოცხადების შემთხვევაში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით (უფასოდ);
- ხოლო მშობლების გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეიძლება თანხმობა დამოწმდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის სანოტარო ბიუროში, დამოწმდეს აპოსტილით და ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად გამოგზავნილ იქნას ფოსტის მეშვეობით;
(დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება) - 1 ცალი პასპორტის ზომის ფოტოსურათი (ზომა 3X4 სმ);
- არასრულწლოვანის და მისი კანონიერი წარმომადგენლის პასპორტის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი;
- ავიაბილეთის ჯავშანის ასლი.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში წარმოდგენილი ანკეტა შევსებული და საფოსტო გზავნილის შესაბამისი განცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს ლურჯი კალმით (ონლაინ რეჟიმში შევსებული განაცხადის გარდა), წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტი დახარვეზდება და განხილვის პროცესი შეჩერდება.
- დასაბრუნებელი მოწმობის ანკეტა.
არასრულწლოვანი დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისას განთავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლისაგან!
დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ წარმოადგინოთ გენერალურ საკონსულოში პირადად ან გამოაგზავნოთ ფოსტის მეშვეობით.
მომსახურების მიღება საფოსტო გზავნილით
საფოსტო გზავნილით მომსახურების მისაღებად, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
საფოსტო გზავნილისთვის გთხოვთ გამოიყენოთ United States Postal Service კონვერტები: Priority Mail ან Priority Mail Express.
გთხოვთ, ერთ კონვერტში მოათავსოთ მომსახურების მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი და მასშივე მოათავსოთ მეორე, ცარიელი კონვერტი, რომელზეც ადრესატის ველში მითითებულ იქნება თქვენი მისამართი.
აუცილებელია, რომ ცარიელი კონვერტი იყოს წინასწარ გადახდილი, თან ახლდეს tracking number.
საკონსულო სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას საფოსტო მომსახურების ხარისხზე.
დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით და საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით.
გაითვალისწინეთ, რომ საფოსტო მომსახურების სარგებლობის შემთხვევაში, გაცემული დასაბრუნებელი მოწმობა დაგიბრუნდებათ მხოლოდ თქვენს მიერ გამოგზავნილ საფოსტო კონვერტით.