დოკუმენტის თარგმნა
ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქე ფლობს საქართველოში გაცემულ დოკუმენტებს და ესაჭიროება ისინი ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამოსაყენებლად ან ფლობს ადგილსამყოფელ უცხო ქვეყანაში გაცემულ დოკუმენტებს და ესაჭიროება ისინი საქართველოში გამოსაყენებლად. ამ კუთხით საკონსულო სამსახურებს შეუძლიათ თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტების ქართულიდან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე თარგმნა და პირიქით.
შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დოკუმენტების და მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის თარგმნა. საკონსულო სამსახურს შეუძლია როგორც თარგმნოს, ასევე დაამოწმოს მის მიერ ნათარგმნი დოკუმენტი.
დოკუმენტის თარგმნა შესაძლებელია საკონსულოში ვიზიტით ან საფოსტო გზავნილით
საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სათარგმნი დოკუმენტი(ები);
დოკუმენტის თითოეული გვერდის თარგმნის ან დამოწმება ან/და თარგმნა დამოწმების ტარიფი შეადგენს 10 აშშ დოლარს, მანი ორდერის საშუალებით.
საფოსტო გზავნილი
დოკუმენტების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნას ელექტრონული განაცხადი ხელმოწერილი ლურჯი კალმით, რომლის რეგისტრაციაც შესაძლებელია საკონსულოს ვებ-პორტალზე: geoconsul.gov.ge
განმცხადებლის პასპორტის ასლი; ასევე, საფოსტო გზავნილს უნდა ერთვოდეს უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი თქვენს მიერ შევსებული უკან დასაბრუნებელი მისამართით და საჭირო ოდენობის მარკებით.
გენერალური საკონსულოს რეკომენდაციაა, რომ კონვერტი იყოს “PRIORITY MAIL” https://store.usps.com/store/product/shipping-supplies/priority-mail-forever-prepaid-flat-rate-envelope-ppep14f-P_PPEP14F-ით წარმოდგენილი, რომელსაც ექნება “Tracking Number” და სათანადო რაოდენობის მარკები.