Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამისთვის თქვენ ჯერ უნდა აწარმოოთ საქმე საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. განცხადება -  განცხადების ფორმის მისაღებად მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით - newyork.con@mfa.gov.ge 
  2. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);
  3. 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესახებ;
  4. 2 ცალი პასპორტის ფოტო სურათი (ზომა 3x4 სმ, დაბეჭდილი);
  5. არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში - პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
  6. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ სახელის ან / გვარის გამოცვლის შემთხვევაში, სახელის ან / და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  7. დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ პიროვნება იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ან მიმდინარეობს მისი საქმის წარმოება.

თანხის გადახდა ხდება მას შემდეგ რაც მოქალაქეს მიეწოდება მისი განცხადების სარეგისტრაციო ნომერი

დოკუმენტების წარმოსადგენად აუცილებელია საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა