განქორწინების რეგისტრაცია
განქორწინების რეგისტრაცია არის ქორწინების შეწყვეტის საფუძველი.
განქორწინების რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს:
- მეუღლეების ერთობლივი განცხადებით ან
- ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, თუ:
- არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
- მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
- მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთის ვადით მინიმუმ 3 წლით.
საქართველოს საკონსულო სამსახურში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთაშორის განქორწინების რეგისტრაცია.
მომსახურების საფასურია 25 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება გენერალურ საკონსულოს სახელზე გამოწერილ მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით.
მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში ორივე მხარის გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.
განქორწინების რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- მეუღლეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასლები (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
- ქორწინების მოწმობა;
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 25 აშშ დოლარის ოდენობით
გაითვალისწინეთ, რომ განქორწინების რეგისტაცია მოხდება 5 სამუშაო დღეში