Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

პირადობის მოწმობა

პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;   

  2. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი ($ 30 Money Order) 30 აშშ დოლარის ოდენობით; (იხილეთ შეღავათები)

  3. იმ შემთხვევაში, თუ ელ. განაცხადის შევსებისას არ იქნა ატვირთული ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm), იგი წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულოში ვიზიტისას ფლეშ მატარებელზე (Flash drive);

  4. პასპორტის გატანა ხდება, მხოლოდ საფოსტო გზავნილის საშუალებით. გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით; და ე.წ. Tracking Number კოდით.

თუ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ არის წარმოდგენილი პირის დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება, არ არის წარმოდგენილი პირის ფოტო ან არსებული ფოტოს ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება იდენტურობის დადგენა, საჭიროა ფოტოზე გამოსახული პირის იდენტურობის დადგენა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ.

საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი/გვარი შეიცვალა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საფუძველზე (მაგ. ქორწინება, განქორწინება ან სხვა) საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სახელის/გვარის ცვლილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ცნობა აპოსტილით დამოწმებული; 

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე 10 წლის ვადით, განცხადების წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში.

დანიშნეთ ვიზიტი გენერალურ საკონსულოში