ცნობა ქორწინების მოწმობის დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ჭირდება საქართველოს მოქალაქეს საზღვარგარეთ ქორწინების რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნული ცნობის მიღება გულისხმობს, იმას რომ მოქალაქე ცნობის გაცემის მომენტისათვის არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და არ არსებობს მისი უცხოეთში ქორწინების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.
ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად გენერალურ საკონსულოში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
- საქართველოს მოქალაქის განცხადება;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) ასლი;
- წარმომადგენლის მეშვეობით ცნობის მიღების შემთხვევაში, წარმომადგენლის ვინაობის და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი - 20 აშშ დოლარის ოდენობით;
შენიშვნა: პირი, რომელიც მანამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, წარმოადგენს წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელს დოკუმენტს (განქორწინების მოწმობა, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა), ხოლო თუ ჰყავს შვილები (შვილი) არარეგისტრირებული ქორწინებიდან, მათ დაბადების მოწმობებს.
წარსადგენად საჭირო ნებისმიერ უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი საჭიროებენ აპოსტილით დამოწმებას და ქართულ ენაზე თარგმნას (დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია);