Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

ცნობა ქორწინების მოწმობის დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ

გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობა გაიცემა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირზე. განმცხადებლის სურვილის შესაბამისად, ცნობა შესაძლოა გაიცეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:

ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საკონსულო სამსახურში ნასამართლეობის შესახებ ცნობის მიღება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და ფლობს მოქმედ დოკუმენტს;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი ($ 20 Money Order) 20 აშშ დოლარის ოდენობით; (იხილეთ შეღავათები)
  • საფოსტო კონვერტი - უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი (იხილეთ PRIORITY MAIL ENVELOPE) თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით (თქვენთვის სასურველი მისამართი), საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).

გთოხვთ გაითვალისწინოთ! 

  • წარმომადგენლის მეშვეობით ცნობის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმღები პირი იმყოფებოდა ქორწინებაში - წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა და ა.შ.);
  • იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შეცვლილი სახელი ან გვარი, ხსენებული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.);
  • სასურველია, დამატებით იქნას წარმოდგენილი ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმღები პირს ჰყავს არარეგისტრირებული ქორწინებიდან შვილ(ებ)ი.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების/შუამდგომლობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.