ქორწინების რეგისტრაცია
ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საკონსულო სამსახურში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.
მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში ორივე მხარის გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.
ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.
საქორწილო ასაკია 18 წელი, 16 წელს მიღწეული პირის ქორწინება დასაშვებია კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. ქორწინებისთვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
ქორწინების რეგისტრაცია უფასოა
ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარიაირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოსსაკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში.
წარსადგენი დოკუმენტები:
- დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიცადასტურებს მათ საქართველოს მოქალაქეობას;
- წინა ქორწინების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეწყვეტის/მოშლისდამადასტურებელი დოკუმენტი;
- მოწმეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გაითვალისწინეთ, რომ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს აპოსტილით (დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია).
იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანომ უკვე დაარეგისტრირათქვენი ქორწინების ფაქტი, საკონსულო სამსახურში მისი ხელმეორედ რეგისტრაციადაუშვებელია. ქორწინების განმეორებით რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდგარკვეული პირობების არსებობისას.