საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პროცესის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს SDA.GOV.GE
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2025 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
განცხადების წარდგენის გზები:
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე განცხადების წარდგენა (დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით) შესაძლებელია შემდეგი გზით:
-
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით. შესაბამისი განცხადი და სავალდებულო დოკუმენტები უნდა წარადგინოთ საქართველოში იუსტიციის სახლის ფილიალში: გადადით ბმულზე და იხილეთ იუსტიციის სახლის ფილიალები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით შემდეგ ნომერეზე +995 32 2 40 10 10
- სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენოტს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობთ. გადადით ბმულზე და იხილეთ დეტალური ინფორმაცია.
- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.
განცხადების წარდგება ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.
-
- შევსებული განცხადება
საქართველოს პრეზიდენტის სახელზე. განცხადება შევსებული უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი. გთხოვთ ფორმა შეავსოთ ლურჯი ფერის კალამით (იხილეთ განცხადების ფორმა); - დაბადების მოწმობა - (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი) დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილის წესით (იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია)
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პასპორტი / პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის სტატუსს;
- სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პასპორტი / პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის სტატუსს;
- ორი (2) ფოტოსურათი – ზომით 3X4 (მატერიალური ფორმის / დაბეჭდილი);
- შევსებული განცხადება
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოთ:
6. ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - (პასპორტი / პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის სტატუსს);
7. 18 წლამდე პირისათვის საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა - თანხმობის გამოხატვა შესაძლებელია ერთ-ერთი გზით:
-
-
-
- თუ მშობლები გამოცხადდებიან გენერალურ საკონსულოში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით;
- მშობლების გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანხმობის დამოწმება შესაძლებელია ადგილსამყოფელის ქვეყნის სანოტარო ბიუროში. ამ შემთვევაში სანოტარო თანხმობა უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის წესით.
- თანხმობის გამოხატვა, ასევე შესაძლებელია დისტანციურად სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების მეშვეობით;
-
-
8. არასრულწლოვანი განმცხადებლის თანხმობა - მხოლოდ 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში
მომსახურების ვადა და საფასური:
| მომსახურების ვადა | მომსახურების საფასური (ლარი) | მომსახურების საფასური (დოლარი) |
| მე-80 დღეს | 500 ლარი | 155 USD |
| მე-60 დღეს | 700 ლარი | 220 USD |
| 30 დღეში | 1000 ლარი | 310 USD |
მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
- იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი/გვარი შეიცვალა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საფუძველზე (მაგ. ქორწინება, განქორწინება ან სხვა) საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სახელის/გვარის ცვლილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ცნობა აპოსტილით დამოწმებული;
- უცხო ენაზე შედგენილი საბუთები უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და შესაბამისი წესით დამოწმებული. აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარდა, თუ წარმოსადგენია უცხო ქვეყანაში შედგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გვარის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი ან სხვა), იგი საჭიროებს აპოსტილის ან ლეგალიზაციის წესით დამოწმებას აღნიშნული პროცედურა არ ეხება დ.ს.თ–ს ქვეყნებში გაცემულ საბუთებს. (იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია);