Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

ბიომეტრიული პასპორტი არასრულწლოვანი პირისათვის

არასრულწლოვანი პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭიროა საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. 16 წლამდე პირისათვის პასპორტის მისაღებად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, ხოლო თუ პირი 16 წელს არის გადაცილებული ერთი მშობლის თანხმობა. თუ მშობლები გამოცხადდებიან გენერალურ საკონსულოში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, ხოლო მშობლების გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანხმობის დამოწმება შესაძლებელია ადგილსამყოფელის ქვეყნის სანოტარო ბიუროში;
  3. მშობლების პასპორტის ასლები;
  4. არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი. თუ არასრუწლოვანი დაბადებულია ადგილსამყოფელ ქვეყანაში დოკუმენტი საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას (აშშ-ში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება);
  5. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 25 აშშ დოლარის ოდენობით;
  6. იმ შემთხვევაში, თუ ელ. განაცხადის შევსებისას არ იქნა ატვირთული ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm), იგი წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულოში ვიზიტისას ფლეშ მატარებელზე (Flash drive);

  7. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პასპორტის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით და ე.წ. Tracking number კოდით.

არასრულწლოვანი პირისთვის პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში. პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.