Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში

ბიომეტრიული პასპორტი სრულწლოვანი პირისათვის (18+)

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.

პასპორტის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 50 აშშ დოლარის ოდენობით; (იხილეთ შეღავათები)
  3. იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი ან გვარი შეიცვალა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საფუძველზე (მაგ. ქორწინება, განქორწინება ან სხვა) საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სახელის ან გვარის ცვლილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ცნობა აპოსტილით დამოწმებული; (დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება)
  4. პასპორტის გატანა ხდება მხოლოდ საფოსტო გზავნილის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი სადაც მიმღებში მითითებული იქნება თქვენი მისამართი; სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით; და ე.წ. Tracking number კოდით.
  5. თუ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ არის წარმოდგენილი პირის დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება, არ არის წარმოდგენილი პირის ფოტო ან არსებული ფოტოს ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება იდენტურობის დადგენა, საჭიროა ფოტოზე გამოსახული პირის იდენტურობის დადგენა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები. ფოტოიდენტურობის დადასტურება შესაძლებელია, როგორც საკონსულოში, ასევე, ქ. თბილისის იუსტიციის სახლში.

პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 10 წლის ვადით.