ბიომეტრიული პასპორტი სრულწლოვანი პირისათვის (18+)
სრულწლოვანი პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-
გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი ($ 50 Money Order) 50 აშშ დოლარის ოდენობით; (იხილეთ შეღავათები)
-
იმ შემთხვევაში, თუ ელ. განაცხადის შევსებისას არ იქნა ატვირთული ელექტრონული ფოტოსურათი (ზომა: 35 x 45 mm), იგი წარმოდგენილ უნდა იქნეს საკონსულოში ვიზიტისას ფლეშ მატარებელზე (Flash drive);
- საფოსტო კონვერტი - უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი (იხილეთ PRIORITY MAIL ENVELOPE) თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით (თქვენთვის სასურველი მისამართი), საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).
საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი/გვარი შეიცვალა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საფუძველზე (მაგ. ქორწინება, განქორწინება ან სხვა) საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სახელის/გვარის ცვლილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ცნობა აპოსტილით დამოწმებული;
ყურადღება! თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ახალი ბიომეტრიული პასპორტი სახლიდან გაუსვლელად !
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია მისი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება, შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურებით და მიიღოს ბიომეტრიული პასპორტი სახლიდან გაუსვლელად