Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პროცესის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს SDA.GOV.GE

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გავიდეს საქართველოს მოქალაქეობიდან. დისტანციური მომსახურებით საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს ან არასრულწლოვანი მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.

განცხადების წარდგენის გზები:

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხზე განცხადების წარდგენა (დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით) შესაძლებელია შემდეგი გზით: 

    1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით. შესაბამისი განცხადი და სავალდებულო დოკუმენტები უნდა წარადგინოთ საქართველოში იუსტიციის სახლის ფილიალში: გადადით ბმულზე და იხილეთ იუსტიციის სახლის ფილიალები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით შემდეგ ნომერეზე +995 32 2 40 10 10 
    2. სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენოტს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობთ. გადადით ბმულზე და იხილეთ დეტალური ინფორმაცია.
    3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში

ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.

    1. ევსებული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე. განცხადება შევსებული უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი. გთხოვთ ფორმა შეავსოთ ლურჯი ფერის კალამით (იხილეთ განცხადების ფორმა);
    2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქმედი პასპორტი / პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის სტატუსს);
    3. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი / პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის სტატუსს);
    4. 2 ფოტოსურათი – ზომით 3X4 (მატერიალური ფორმის / დაბეჭდილი);
    5. 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ.
    6. 18 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.
    7. 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს არასრულწლოვნის თანხმობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი/გვარი შეიცვალა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საფუძველზე (მაგ. ქორწინება, განქორწინება ან სხვა) საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სახელის/გვარის ცვლილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ცნობა აპოსტილით დამოწმებული; 

მომსახურების  ვადა და საფასური:

მომსახურების ვადა მომსახურების საფასური (ლარი)  მომსახურების საფასური (დოლარი)
მე-30 დღეს 130 ლარი 45 USD
მე-20 დღეს 260 ლარი 90 USD
10 დღეში 390 ლარი 130 USD

შენიშვნა: უცხო ენაზე შედგენილი საბუთები უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და შესაბამისი წესით დამოწმებული. აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარდა, თუ წარმოსადგენია უცხო ქვეყანაში შედგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გვარის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი ან სხვა), იგი საჭიროებს აპოსტილის ან ლეგალიზაციის წესით დამოწმებას აღნიშნული პროცედურა არ ეხება დ.ს.თ–ს ქვეყნებში გაცემულ საბუთებს (იხილეთ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია).

 

ყურადღება! თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სახლიდან გაუსვლელად!

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურებით და შეიტანოს განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სახლიდან გაუსვლელად.