დოკუმენტის თარგმნა
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!
გენერალური საკონსულო უფლებამოსილია თქვენი მოთხოვნის შესაბამისად თარგმნოს და დაამოწმობს, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტები.
დოკუმენტის თარგმნა/დამოწმება ხდება ამ თარგმანის საქართველოს, ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოყენების მიზნით.
გენერალურ საკონსულოში შესაძლებელია, მხოლოდ გარკვეული სახის დოკუმენტების თარგმნა მათ შორის: სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული ცნობები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების, დიპლომების, ნიშნების ფურცელების, ატესტატების, სერთიფიკატების, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების, მართვის მოწმობების, საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილებისა/დასკვნების.
განცხადების წარდგენის გზები:
დოკუმენტის თარგმნის მიზნით განცხადების წარდგენა (დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით) შესაძლებელია შემდეგი გზით:
-
- დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გამოცხადების გზით - ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოში გამოცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის გზით.
- საფოსტო გზავნილის მეშვეობით - ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოში დოკუმენტების მიწოდების გზით.
განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ დოკუმენტის თარგმნის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.
-
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული შემცველობის პასპორტი;
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი - დოკუმენტის თითოეული გვერდის თარგმნა დამოწმების მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია 10 აშშ დოლარი; (იხილეთ შეღავათები)
- სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის თარგმანიც ესაჭირება განცხადებელს;
დოკუმენტის თარგმანისა და დამოწმების გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების/შუამდგომლობის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მომსახურების მიღება საფოსტო გზავნილით
საფოსტო გზავნილისთვის გთხოვთ გამოიყენოთ United States Postal Service (USPS) კონვერტები: Priority Mail ან Priority Mail Express. მნიშვნელოვანია, რომ ქვემოთ მითითებული განაცხადი-ანკეტა და ელექტრონული განაცხადი შეავსოთ სრულყოფილად, მოაწეროთ ხელი და ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად მოათავსოთ USPS-ის კონვერტში.
ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა და გამოაზგავნოთ ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს საფოსტო მისამართზე: 144 East 44th Street, 4th Floor, New York, NY 10017. გთხოვთ, საფოსტო კონვერტის გამოზგავნის დროს შეინახოთ თქვენ მიერ გამოგზავნილი კონვერტის გადამოწმების ნომერი (Tracking Number).
გთხოვთ საფოსტო კონვერტში მოათავსოთ შემდეგი დოკუმენტები:
-
- საფოსტო მომსახურების განაცხადი - საფოსტი მომსახურების მოთხოვნა უნდა დარეგისტრირდეს geoconsul.gov.ge-ის მეშვეობთ, საბოლოო ელექტრონული განაცხადი უნდა დაბეჭდოთ და მოაწეროთ ხელი (ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული შემცველობის პასპორტი;
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი - დოკუმენტის თითოეული გვერდის თარგმნა დამოწმების მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია 10 აშშ დოლარი (იხილეთ შეღავათები);
- სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის თარგმანიც ესაჭირება განცხადებელს;
- საფოსტო კონვერტი - უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით (თქვენთვის სასურველი მისამართი), საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER);
ყურადღება! გთხოვთ, ერთ კონვერტში მოათავსოთ მომსახურების მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი და მასშივე მოათავსოთ მეორე, ცარიელი კონვერტი, რომელზეც ადრესატის ველში მითითებულ იქნება თქვენი მისამართი. ცარიელი კონვერტს უნდა ქონდეს საჭირო ოდენობის საფოსტო მარკები (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).
საკონსულო სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას საფოსტო მომსახურების ხარისხზე!