დასაბრუნებელი მოწმობა არასრულწლოვანი პირისათვის
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!
დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სამგზავრო დოკუმენტს გაუვიდა მოქმედების ვადა, დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან არ ფლობთ მას.
მომსახურება უფასოა - არასრულწლოვანი პირი დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისას განთავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლისაგან!
განცხადების წარდგენის გზები:
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღების მიზნით განცხადების წარდგენა (დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით) შესაძლებელია შემდეგი გზით:
-
- დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გამოცხადების გზით - ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოში გამოცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის გზით.
- საფოსტო გზავნილის მეშვეობით - ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოში დოკუმენტების მიწოდების გზით.
განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა. ვიზიტი ინიშნება არასრულწოვანი პირის მონაცემების საფუძველზე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისა სავალდებულა წარმომადგენლის ველის შევსება. რეგისტრაციის შემდგომ გენერალურ საკონსულო უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- არასრულწლოვანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დაბადების მოწმობა - თუ არასრულწლოვანი პირი ფლობს საზღვარგარეთ გაცემულ დაბადების მოწმობას - დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილის წესით (იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია)
- ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (USB Flash Drive);
- ავიაბილეთის ჯავშანის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).ა
- მშობლის თანხმობა არასრულწლოვან პირზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის თაობაზე.
ყურადღება! გენერალურ საკონსულოში მშობლის გამოცხადების შემთხვევაში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით (მომსახურება უფასოა); ხოლო მშობლების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თანხმობა უნდა დამოწმდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის სანოტარო ბიუროში. სანოტარო წესითი შედგენილი თანხმობა, ასევ უნდა დამოწმდეს აპოსტილით (იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია).
დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების/შუამდგომლობის მიღებიდან 15 დღის ვადაში.
მომსახურების მიღება საფოსტო გზავნილით
საფოსტო გზავნილისთვის გთხოვთ გამოიყენოთ United States Postal Service (USPS) კონვერტები: Priority Mail ან Priority Mail Express. მნიშვნელოვანია, რომ ქვემოთ მითითებული განაცხადი-ანკეტა და ელექტრონული განაცხადი შეავსოთ სრულყოფილად, მოაწეროთ ხელი და ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად მოათავსოთ USPS-ის კონვერტში.
ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა და გამოაზგავნოთ ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს საფოსტო მისამართზე: 144 East 44th Street, 4th Floor, New York, NY 10017. გთხოვთ, საფოსტო კონვერტის გამოზგავნის დროს შეინახოთ თქვენ მიერ გამოგზავნილი კონვერტის გადამოწმების ნომერი (Tracking Number).
გთხოვთ საფოსტო კონვერტში მოათავსოთ შემდეგი დოკუმენტები:
-
- საფოსტო მომსახურების განაცხადი - საფოსტი მომსახურების მოთხოვნა უნდა დარეგისტრირდეს geoconsul.gov.ge-ის მეშვეობთ, საბოლოო ელექტრონული განაცხადი უნდა დაბეჭდოთ და მოაწეროთ ხელი (ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია);
- განცხადება-ანკეტა - შევსებული უნდა იყოს სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი ლურჯი კალმით (იხილეთ განაცხადის ფორმა);
- არასრულწლოვანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დაბადების მოწმობა - თუ არასრულწლოვანი პირი ფლობს საზღვარგარეთ გაცემულ დაბადების მოწმობას - დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილის წესით (იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია)
- ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (USB Flash Drive);
- ავიაბილეთის ჯავშანის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საფოსტო კონვერტი - უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი (იხილეთ PRIORITY MAIL ENVELOPE) თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით (თქვენთვის სასურველი მისამართი), საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).
ყურადღება! გთხოვთ, ერთ კონვერტში მოათავსოთ მომსახურების მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი და მასშივე მოათავსოთ მეორე, ცარიელი კონვერტი, რომელზეც ადრესატის ველში მითითებულ იქნება თქვენი მისამართი. ცარიელი კონვერტს უნდა ქონდეს საჭირო ოდენობის საფოსტო მარკები (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).
საკონსულო სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას საფოსტო მომსახურების ხარისხზე!