სამოქალაქო აქტის განმეორებითი მოწმობა
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!
სამოქალაქო აქტის განმეორებითი მოწმობის გაცემასთან (დაბადების, ქორწინების, სახელის ან და გვარის შეცვლის, შვილად აყვანის და გარდაცვალების განმეორებითი მოწმობები) დაკავშირებული პროცესის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს SDA.GOV.GE
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
მას შემდეგ, რაც პირი ერთხელ მიიღებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას (დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.), შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული მოწმობის განმეორებით მიღება, დაკარგვის ან სხვა რაიმე მიზეზით დაზიანების ან/და სხვა საჭიროების გამო.
საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებმა.
განცხადების წარდგენის გზები:
სამოქალაქო აქტის განმეორებითი მოწმობის საკითხზე განცხადების წარდგენა (დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით) შესაძლებელია შემდეგი გზით:
-
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით. შესაბამისი განცხადი და სავალდებულო დოკუმენტები უნდა წარადგინოთ საქართველოში იუსტიციის სახლის ფილიალში: გადადით ბმულზე და იხილეთ იუსტიციის სახლის ფილიალები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით შემდეგ ნომერეზე +995 32 2 40 10 10
- სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენოტს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობთ. გადადით ბმულზე და იხილეთ დეტალური ინფორმაცია.
- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.
განცხადების წარდგება ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.
-
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საკონსულო სამსახურში მინდობილობის გაფორმება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და ფლობს მოქმედ დოკუმენტს.
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი ($ 20 Money Order) 20 აშშ დოლარის ოდენობით; (იხილეთ შეღავათები);
- საფოსტო კონვერტი - უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი (იხილეთ PRIORITY MAIL ENVELOPE) თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით (თქვენთვის სასურველი მისამართი), საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).
განმეორებითი მოწმობის გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების/შუამდგომლობის მიღებიდან 10 დღის ვადაში.