Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება (ორმაგი მოქალაქეობა)

გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს SDA.GOV.GE

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

ყურადღება! საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის, პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. 

ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დადასტურება შესაძლებელია, მხოლოდ ტესტირების გავლის გზით, როგორც საქართველოში სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ასევე ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში. ცოდნის დონის შემოწმების ტესტირების გავლა სავალდებულოა მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე განცხადების წარდგენამდე!

დამატებითი ინფორმაცია და საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: (იხილეთ ვებ-გვერდი)  

საგამოცდო ტესტზე რეგისტრაცია

განცხადების წარდგენის გზები:

საქართველოს მოქალაქეობის საგამონალისო წესით მინიჭების საკითხზე განცხადების წარდგენა (დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით) შესაძლებელია შემდეგი გზით: 

    1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით. შესაბამისი განცხადი და სავალდებულო დოკუმენტები უნდა წარადგინოთ საქართველოში იუსტიციის სახლის ფილიალში: გადადით ბმულზე და იხილეთ იუსტიციის სახლის ფილიალები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით შემდეგ ნომერეზე +995 32 2 40 10 10 
    2. სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენოტს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობთ. გადადით ბმულზე და იხილეთ დეტალური ინფორმაცია.
    3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:

ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.

      1. საგამოცდო ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და სამმართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ტესტზე რეგისტრაცია);
      2. შევსებული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (განცხადება შევსებული უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი), გთხოვთ ფორმა შეავსოთ ლურჯი ფერის კალამით (იხილეთ განცხადების ფორმა);
      3. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პასპორტი / პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის სტატუსს;
      4. დაბადების მოწმობა - (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი) დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილის წესით (იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია).
      5. 2 ფოტოსურათი – ზომით 3X4 (მატერიალური ფორმის / დაბეჭდილი);
      6. შესაბამისი რეკომენდაცია - საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ (იხილეთ რეკომენდაციის ფორმა);

მომსახურების  ვადა და საფასური:

მომსახურების ვადა მომსახურების საფასური (ლარი)  მომსახურების საფასური (დოლარი)
მე-80 დღეს 500 ლარი 155 USD
მე-60 დღეს 700 ლარი 220 USD
30 დღეში 1000 ლარი 310 USD

 

მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ!

  • უცხო ენაზე შედგენილი საბუთები (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გვარის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი ან სხვა) უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული შესაბამისი წესით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის აპოსტილის წესით დამოწმების მიზნით გთხოვთ მიმართოთ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს (იხილეთ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია)

მიიღეთ მომსახურება დისტანციურად - სხლიდან გაუსვლელად! 

უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურებით და შეიტანოს განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე სახლიდან გაუსვლელად [დისტანციური მომსახურებისთვის გადადით ბმულზე! ].