დოკუმენტის ასლის დამოწმება
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!
გენერალური საკონსულო, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილია დაამოწმოს დოკუმენტის ასლის შესაბამისობა დედანთან.
სანოტარო მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ საქართველოს მოქმედი პირადობის მოწმობის ან მოქალაქის პასპორტის საფუძველზე.
განცხადების წარდგენის გზები:
მინდობილობა / რწმუნებულების დამოწმების მიზნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგი გზით:
-
- დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გამოცხადების გზით - ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოში გამოცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის გზით.
- საფოსტო გზავნილის მეშვეობით - ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოში დოკუმენტების მიწოდების გზით.
განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ დოკუმენტის ასლის დამოწმების მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.
-
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საკონსულო სამსახურში დოკუმენტის ასლის დამოწმება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და ფლობს მოქმედ დოკუმენტს.
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი ($ 3 Money Order) - თითოეული გვერდის დამოწმებისათვის მომსახურების საფასურია 3 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით. ეგზემპლარების რაოდენობიდან გამომდინარე იზრდება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც. (იხილეთ შეღავათები)
- დასამოწმებელი დოკუმენტის ორიგინალი.
დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების/შუამდგომლობის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მომსახურების მიღება საფოსტო გზავნილით
საფოსტო გზავნილისთვის გთხოვთ გამოიყენოთ United States Postal Service (USPS) კონვერტები: Priority Mail ან Priority Mail Express. მნიშვნელოვანია, რომ ქვემოთ მითითებული განაცხადი-ანკეტა და ელექტრონული განაცხადი შეავსოთ სრულყოფილად, მოაწეროთ ხელი და ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად მოათავსოთ USPS-ის კონვერტში.
ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა და გამოაზგავნოთ ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს საფოსტო მისამართზე: 144 East 44th Street, 4th Floor, New York, NY 10017. გთხოვთ, საფოსტო კონვერტის გამოზგავნის დროს შეინახოთ თქვენ მიერ გამოგზავნილი კონვერტის გადამოწმების ნომერი (Tracking Number).
გთხოვთ საფოსტო კონვერტში მოათავსოთ შემდეგი დოკუმენტები:
-
- საფოსტო მომსახურების განაცხადი - საფოსტი მომსახურების მოთხოვნა უნდა დარეგისტრირდეს geoconsul.gov.ge-ის მეშვეობთ, საბოლოო ელექტრონული განაცხადი უნდა დაბეჭდოთ და მოაწეროთ ხელი (ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია);
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - საკონსულო სამსახურში დოკუმენტის ასლის დამოწმება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და ფლობს მოქმედ დოკუმენტს.
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი ($ 3 Money Order) - თითოეული გვერდის დამოწმებისათვის მომსახურების საფასურია 3 აშშ დოლარი. საფასურის გადახდა ხდება მანი ორდერის (Money Order) მეშვეობით. ეგზემპლარების რაოდენობიდან გამომდინარე იზრდება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც. (იხილეთ შეღავათები)
- დასამოწმებელი დოკუმენტის ორიგინალი.
- საფოსტო კონვერტი - უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი (იხილეთ PRIORITY MAIL ENVELOPE) თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით (თქვენთვის სასურველი მისამართი), საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).
ყურადღება! გთხოვთ, ერთ კონვერტში მოათავსოთ მომსახურების მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი და მასშივე მოათავსოთ მეორე, ცარიელი კონვერტი, რომელზეც ადრესატის ველში მითითებულ იქნება თქვენი მისამართი. ცარიელი კონვერტს უნდა ქონდეს საჭირო ოდენობის საფოსტო მარკები (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).
საკონსულო სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას საფოსტო მომსახურების ხარისხზე!