Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

2015 წლის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დახმარებით შეიქმნა ბიულეტენი, რომელიც აღნიშნავს ბრძოლას ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. აშშ აქტიურად ჩართულია ტერორისტებთან ბრძოლაში, რომლებიც მიზნად ისახავენ შეტევას როგორც სახელმწიფოზე, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ ჩართულობასა და მოსახლეობის მზადყოფნას, რომ მოხდეს პოტენციური ტერორისტის იდენტიფიცირება და ტერორისტული შეტევის აღკვეთა.

გასათვალისწინებელი დეტალები

  • ტერორისტული ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში იყენებენ ინტერნეტს, როგორც ინსტრუმენტს
  • ტერორისტული შეტევის ინსპირირებისთვის, და ინდივიდუალების რეკრუტირებისთვის.
  • ტერორისტული ჯგუფები მოქმედებენ სხვადასხვა ხელმისაწვდომი იარაღებით და მათი სამიზნეა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ან ღონისძიებები. შეტევის ტაქტიკა მოიცავს ავტომობილით შევარდნას ხალხმრავალ ადგილზე, მცირე ზომის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებას, სახლის პირობებში დამზადებული ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებას.
  • შეტევის პოტენციური ლოკაცია შეიძლება მოიცავდეს აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებს.

აშშ-ის კონტრტერორისტული ძალისხმევა

  • სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS) და საგამოძიებო ფედერალური ბიურო (FBI), აგრძელებენ წარმატებულ მუშაობას ტერორისტული საფრთხის აღსაკვეთად.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი თანამშრომლობს კერძო სექტორებთან, რომ მოახდინოს უსაფრთხოების ზომების სწორი კოორდინაცია სხვადასხვა კერძო კორპორაციებთან.
  • ასევე მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი საეჭვო ინდივიდუალებსა თუ ჯგუფებზე

რით შეგიძლიათ დახმარება

  • აუცილებლად შეატყობინეთ საეჭვო ქმედებები ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოს, შეძლებისდაგვარად მიუთითეთ დეტალებზე რომელიც მიგაჩნიათ ტერორისტული განზრახვის ინდიკატორად.
  • შეატყობინეთ ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ადგილობრივ წარმომადგენლებს.
  • შეისწავლეთ თუ როგორ იცნოთ წინა-საოპერაციო ტერორისტული ან სხვა კრიმინალური გეგმა.

იყავით მზად

  • იყავით მზად და დაგეგმეთ სათანადო ქმედებები, როდესაც იმყოფებით ხალხმრავალ ადგილზე. გაითვალისწინეთ სხვადასხვა გარემოებები და შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
  • იყავით პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე. დაიმახსოვრეთ საგანგებო გასასვლელების ადგილმდებარეობა და უსაფრთხოების პერსონალის ლოკაცია. თან იქონიეთ საგანგებო საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და განსაკუთრებული საჭიროებების ინფორმაცია.
  • დაუკავშირდით, დაგეგმეთ, ისწავლეთ და შეატყობინეთ.

იყავით ინფორმირებული

  • აშშ-ის სახელმწიფო უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციას ნებისმიერი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, საფრთხის იდენტიფიკაციისთანავე.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ურჩევს მოსახლეობას ყოველთვის გაათვითცნობიერონ გარემოებები მგზავრობისას ან და ხალხმრავალ ადგილზე ყოფნისას.
  • საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აქვეყნებს საერთაშორისო სამგზავრო გაფრთხილებებს.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს - Ready.

თუ ამჩნევთ რამეს, თქვით რამე™

შეატყობინეთ საეჭვო ქმედებები ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოს ან დარეკეთ 911-ზე