საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს SDA.GOV.GE
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.
ქართული ენის ცოდნის დადასტურება შესაძლებელია, მხოლოდ ტესტირების გავლის გზით, როგორც საქართველოში სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ასევე ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში. ცოდნის დონის შემოწმების ტესტირების გავლა სავალდებულოა მოქალაქეობის მოპოვების თაობაზე განცხადების წარდგენამდე.
დამატებითი ინფორმაცია და საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: (იხილეთ ვებ-გვერდი)
განცხადების წარდგენის გზები:
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხზე განცხადების წარდგენა (დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით) შესაძლებელია შემდეგი გზით:
-
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით. შესაბამისი განცხადი და სავალდებულო დოკუმენტები უნდა წარადგინოთ საქართველოში იუსტიციის სახლის ფილიალში: (გადადით ბმულზე და იხილეთ იუსტიციის სახლის ფილიალები). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდით შემდეგ ნომერეზე +995 32 2 40 10 10
- სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენოტს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობთ (გადადით ბმულზე და იხილეთ დეტალური ინფორმაცია).
- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.
განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.
-
- საგამოცდო ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და სამმართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგამოცდო ტესტზე რეგისტრაცია);
- შევსებული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე (განცხადება შევსებული უნდა იქნას სრულყოფილად თითოეულ პუნქტში მითითებული კითხვის შესაბამისად და ხელმოწერილი), გთხოვთ ფორმა შეავსოთ ლურჯი ფერის კალამით (იხილეთ განცხადების ფორმა);
- საქართველოს მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პასპორტი / პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის სტატუსს;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პასპორტი / პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მოქალაქეობის სტატუსს;
- 2 ფოტოსურათი – ზომით 3X4 (მატერიალური ფორმის / დაბეჭდილი);
მომსხურების ვადა და საფასური:
| მომსახურების ვადა | მომსახურების საფასური (ლარი) | მომსახურების საფასური (დოლარი) |
| მე-80 დღეს | 325 ლარი | 110 USD |
| მე-60 დღეს | 455 ლარი | 155 USD |
| 30 დღეში | 650 ლარი | 220 USD |
მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
- უცხო ენაზე შედგენილი საბუთები უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და შესაბამისი წესით დამოწმებული. აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარდა, თუ წარმოსადგენია უცხო ქვეყანაში შედგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გვარის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი ან სხვა), იგი საჭიროებს აპოსტილის ან ლეგალიზაციის წესით დამოწმებას აღნიშნული პროცედურა არ ეხება დ.ს.თ–ს ქვეყნებში გაცემულ საბუთებს (იხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებების სია);
მიიღეთ მომსახურება დისტანციუარდ - სახლიდან გაუსვლელად!
საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურებით და შეიტანოს განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სახლიდან გაუსვლელად [დისტანციური მომსახურებისთვის გადადით ბმულზე].