მინდობილობა/რწმუნებულება
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!
საკონსულო სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს და სათანადო წესით დაამოწმოს მინდობილობა (სანოტარო აქტი), რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე პირი შესაბამის უფლებამოსილებას ანიჭებს მეორე პირს.
სანოტარო აქტის შედგენის დროს საკონსულო თანამდებობის პირის წინაშე მკაფიოდ უნდა იქნეს გამოხატული მინდობილობის / რწმუნებულების შედგენის ნება. მიმნდობს (მარწმუნებელს) უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ გაკეთებული სანოტარო აქტი.
შედგენილი სანოტარო აქტის - მინდობილობის / რწმუნებულების ელექტრონული დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.my.gov.ge
განცხადების წარდგენის გზები:
მინდობილობა / რწმუნებულების დამოწმების მიზნით განცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგი გზით:
-
- დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გამოცხადების გზით - ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოში გამოცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის გზით.
- დისტანციურად - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ონლაინ სერვისით სარგებლობის გზით.
განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ მინდობილობის / რწმუნებულების დამოწმების მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საკონსულო სამსახურში მინდობილობის გაფორმება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და ფლობს მოქმედ დოკუმენტს.
- გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი ($ 10 Money Order) 10 აშშ დოლარის ოდენობით; (იხილეთ შეღავათები)
- პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, ვისაც მინდობილობით ენიჭება გარკვეული უფლებამოსილებები.
მინდობილობის / რწმუნებულების დამოწმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების/შუამდგომლობის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მომსახურების მიღება დისტანციურად
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს ავს სესაძლებლობა მოითხოვოს მინდობილობის / რწმუნბეულების დამოწმება დისტანციურად, სახლიდან გაუსველელად ონალინ მომსახურების მეშვეობით.
ონლაინ რეჟიმში მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმების პროცესს უნდა ესწრებოდეს ორი პირი:
-
- ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
ხელმომწერი შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნათესავი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე. - მოწმე - პირი, რომელიც მოწმის სტატუსით ესწრება სანოტარო მოქმედების შესრულებას და ასევე ხელს აწერს სანოტარო აქტს. მოწმე უნდა იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე პირი. მას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და სანოტარო მოქმედებით არ უნდა იღებდეს სარგებელს პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით.
მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო მოქმედების მონაწილე რომელიმე მხარის და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, ასევე სანოტარო მოქმედების მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული პირი.
- ხელმომწერი - პირი, რომელიც მარწმუნებლის (მინდობილობის გამცემის) ნაცვლად, მისი თხოვნით ხელს აწერს სანოტარო აქტს. ეს პირი უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას.
დეტალური ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.notary.ge
საქართველოს სანოტარო ბიუროების შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მისარებად, ასევე ეწვიეთ ნოტარიუსთა პალატის ოფიციალურ ვებ გვერდს https://www.notary.ge/geo-3718-sanotaro-biuroebi