Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქის გარდავალების შემთხვევაში საქართველოს გენერალური საკონსულო მზად არის გაუწიოს საკონსულო დახმარება გარდაცვლილის ოჯახის წევრს. 

საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვალებისას გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები ანაზღაურდება ოჯახის წევრის მიერ შევსებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუველზე (იხ. განცხადების ფორმა) 

საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვთ  გარდაცვლილის:

    1. მეუღლეს - უნდა წამოაგინოს ქორწინების მოწმობა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
    2. სრულწლოვან შვილს, თუ გარდაცვლილს არ ჰყავს მეუღლე - უნდა წარმაოდგინოს გარდაცვლილის დაბადების მოწმობა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
    3. გარდაცვლილის მშობელს, თუ გარდაცვლილს არ ჰყავს მეუღლე ან სრულწლოვანი შვილი - უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი;
    4. გარდაცვლილის დას ან ძმას, თუ გარდაცვლილს არ ჰყავს მეუღლე, სრულწლოვანი შვილი ან მშობელი - უნდა წარმოადგინოს განმცხადებლის  და  გარდაცვლილის დაბადების მოწმობები ან სათანადოდ დამოწმებული ასლები;

განაცხადის წარდგენა:

ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოს მოქალაქის გადასვენებასთან დაკავშირებული საქმის წარმოების დაწყების მიზნით საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:  

    • დაინტერესებული პირის განცხადება - უნდა იყოს შედგენილი უფლემაბოსილი პირის მიერ სრულად, მითითებული კითხვების შესაბამისად (იხ. განცხადების ფორმა) 
    • უფლემაბოსილი განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი 
    • გარდაცვლილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი 

აღნიშნული, დოკუმენტები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა გააგზავნოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და [email protected]  

გადასვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი დოკუმეტნები: 

    1. წერილობითი მომართვა - გენერალური საკონსულო სახელზე გაფორმებული წერილობითი მომართვა ხარჯების ანაზღაურების შესახებ. 
    2. საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    3. საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შესაბამისი ოჯახის წევრის ან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    4. ხარჯთაღრიცხვა - აშშ-ს შესაბამისი დამკრძალავი ბიუროს მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა, საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ზუსტი ოდენობის მითითებით;
    5. გარდაცვალების მოწმობა - აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოსკუმენტი (აპოსტილის წესით დამოწმებული);
    6. გადასვენების ნებართვა - აშშ-ს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული ნებართვა მოქალაქის დაკრძალვა / კრემაცია / გადასვენებასთან დაკავშირებით;
    7.  აფიდავიტი - აშშ-ს  შესაბამისი  დამკრძალავი  ბიუროს  მიერ გაცემული აფიდავიტი სასახლის დალუქვასთან დაკავშირებით;
    8. საბანკო რეკვიზიტები - აშშ-ს  შესაბამისი  დამკრძალავი  ბიუროს საბანკო რეკვიზიტები;

აღნიშნული დოკუმენტები უნდა მიეწოდოს ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს პირადად ან ელ. ფოსტის მეშვეობით: [email protected]

გთხოვთ გაითვალისწინოთ! ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, როდესაც განმცხადებელი ოჯახის წევრი  წარმოადგენს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის დეკლარანტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − წინა საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება 100 000 ლარს.