ცნობა ნასამართლეობის შესახებ
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას!
ნასამართლეობის შესახებ ცნობა გაიცემა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირზე. განმცხადებლის სურვილის შესაბამისად, ცნობა შესაძლოა გაიცეს ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე.
მომსახურება უფასოა - საქართველოს მოქალაქეზე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირი ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემისას განთავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლისაგან!
განაცხადის წარდგენა ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში:
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოში ნასამართლეობის ცნობის გაცემის მიზნით საჭიროა გენერალურ საკონსულოში ვიზიტის დანიშვნა და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა.
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საკონსულო სამსახურში ნასამართლეობის შესახებ ცნობის მიღება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და ფლობს მოქმედ დოკუმენტს;
- საფოსტო კონვერტი - უკან გამოსაგზავნი საფოსტო კონვერტი (იხილეთ PRIORITY MAIL ENVELOPE) თქვენს მიერ შევსებული უკანდასაბრუნებელი მისამართით (თქვენთვის სასურველი მისამართი), საჭირო ოდენობის საფოსტო მარკებით (წინასწარ გადახდილი კონვერტი) და გადამოწმების ნომერი (TRACKING NUMBER).
ნასამართლეობის ცნობის გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების/შუამდგომლობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.