გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის მომსახურების საფასური შეიცვლება.
1 მაისიდან სრულწლოვანი პირისათვის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის მომსახურების საფასური $130-ის ნაცვლად გახდება $50 აშშ დოლარი.
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში $65-ის ნაცვლად ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მომსახურების საფასური გახდება $25 აშშ დოლარი.
გაითვალისწინეთ, რომ მომსახურებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდა ხდება ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი Money Order-ის საშუალებით.