საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა

🇬🇪 ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით და ჩრდ. ამერიკის ქართული ეპარქიის - ეპისკოპოსი საბასა და აშშ-ში ქართული დიასპორული ცენტრების თანადგომით, მიმდინარე წლის 17 ნოემბერს გაიმართა საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა.

🇬🇪 საკოორდინაციო საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს გენერალურ საკონსულოსა და აშშ-ში არსებულ ქართულ დიასპორულ ცენტრებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავებას, მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და გადაჭრის საერთო გზების მოძიებას. ერთობლივი ღონიძიებების ორგანიზებას.

👉საკოორდინაციოს საბჭო იქნება თანამშრომლობის ახალი პლატფორმა ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და დიასპორას შორის, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს შორის უკვე არსებულ ურთიერთობებს.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal