გაცნობებთ, რომ ა.შ.შ.-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, 8 ნოემბრიდან იცვლება ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოსვლის წესები.
ახალი რეგულაციის თანახმად, აშშ-ში დროებით შემომსვლელი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (non-citizen non-immigrant) ვალდებულია იყოს სრულად ვაქცინირებული და წარადგინოს ფრენამდე 3 კალენდარული დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის უარყოფითი ტესტი. აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა შენგენის წევრ ქვეყნებზე, რომელიც ქმნიდა სატრანზიტო ფრენებზე დაბრკოლებას, მოხსნილია.
სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც შემოსვლამდე მინიმუმ 14 დღით ადრე აქვს ჩატარებული FDA-ის ან WHO Emergency Use List-ის ვაქცინების სრული კურსი:
1 დოზა – Janssen/J&J;
2 დოზა – Pfizer-BioNTech; Moderna; AstraZeneca; Covishield; BIBP/Sinopharm; Sinovac.
18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან წარმოსადგენია ფრენამდე 1 კალენდარული დღით ადრე გაკეთებული კორონავირუსის უარყოფითი ტესტი.
დამატებით დეტალურ ინფორმაციას, გაეცანით შემდეგ ბმულებზე: