საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბიომეტრიული პასპორტი არასრულწლოვანი პირისათვის

 

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.



ვიზიტის დანიშვნა

დანიშვნის ინსტრუქცია



არასრულწლოვანი მოქალაქისათვის პასპორტის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2) 16 წლამდე პირისათვის პასპორტის მისაღებად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, ხოლო თუ პირი 16 წელს არის გადაცილებული ერთი მშობლის თანხმობა. თუ მშობლები გამოცხადდებიან გენერალურ საკონსულოში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, ხოლო მშობლების გამოუცხადებლოსბის შემთხვევაში თანხმობის დამოწმება შესაძლებელია ადგილსამყოფელის ქვეყნის სანოტარო ბიუროში;
3) მშობლების პასპორტის ასლები;
4) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი. თუ არასრუწლოვანი დაბადებულია ადგილსამყოფელ ქვეყანაში დოკუმენტი საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას (აშშ-ში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება);
5) გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი მანი ორდერი (Money Order) 25 აშშ დოლარის ოდენობით;


პასპორტის გატანა ხდება მხოლოდ საფოსტო გზავნილის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი სადაც მიმღებში მითითებული იქნება თქვენი მისამართი; სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით; და ე.წ. Tracking number კოდით. 


პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 3 წლის ვადით.




გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal