მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული, ქ-ნი დიანა ჟღენტი შეხვდა ბრუკლინის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ პრეზიდენტს - ბატონ ანტონიო რეინოსოს.
შეხვედრისას გენერალურმა კონსულმა მუნიციპალიტეტის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ბრუკლინში არსებული ქართული დიასპორის, დიასპორული ორგანიზაციებისა და ქართული ბიზნესების შესახებ. საუბრისას აღინიშნა ბრუკლინის მუნიციპალიტეტისა და ქართული დიასპორის შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.
მხარეებმა განიხილეს ბრუკლინის მუნიციპალიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის გზები, დასახეს კონკრეტული ღონისძიებები.