მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს გენერალურმა საკონსულომ მონაწილეობა მიიღო უცხოელ კონსულთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კერძების ფესტივალში.
მოწვეულ სტუმრებს, უცხოელ დიპლომატებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები და ქართული ღვინო.