საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ენის დისტანციური სწავლების შესახებ

ძვირფასო მეგობრებო,

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრი,საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს ქართული ენის დისტანციური სწავლების შესახებ.

პროექტი განკუთვნილია 5-15 წლის ემიგრანტი ბავშვებისთვის და პროექტის მიზანსწარმოადგენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის  პოპულარიზაცია და საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა. პროექტში ჩართულია 600-მდე მოსწავლე 36 ქვეყანაში. მოსწავლეები ჯგუფებშინაწილდებიან ენის ფლობის დონის შესაბამისად და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

ქართული ენის დისტანციური სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ბმულზე:

 http://www.distancelearning.mes.gov.ge/ge


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal