საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
მოცემული ინფორმაცია გაძლევთ საშუალებას დაგეგმოთ თქვენი ქმედებები და გქონდეთ მოქმედების გეგმა გადაუდებელი სიტუაციის დროს, როგორიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები.
ბუნებრივი ხანძარი
მოსამზადებელი პროცესი:
დარეგისტრირდით თქვენი შტატის გამაფრთხილებელ აღრიცხვიანობის სისტემაში.
დარეგისტრირდით The Emergency Alert System (EAS)-ზე, რათა მიიღოთ შეტყობინება საგანგებო ვითარების შესახებ.
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ თქვენი შტატის საევაკუაციო გეგმას და მიჰყვეთ წინასწარ დაგეგმილ მარშუტს თავშესაფარისკენ.
მოიმარაგეთ გადაუდებელი სიტუაციისთვის საჭირო პროდუქტები და N95 მასკები.
გადაუდებელ შემთხვევაში ეცადეთ განთავსდეთ დახურულ ოთახში და ჩაკეტოთ ყველა შესაძლო ჰაერის შემოსვლის წყარო.
სახლში დარჩენის შემთხვევაში, განათავსეთ ხანძარ გამძლე ზონა, გამოიყენეთ არა-წვადი მატერიის მქონე ბარიერები.
გადაუდებელი სიტუაცია:
მოახდინეთ დაუყონებლივი ევაკუაცია.
დაუკავშირდით 911 და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ.
მოუსმინეთ და მიადევნეთ თვალი ადგილობრივ საევაკუაციო განცხადებებს და მიჰყევით ევაკუაციის გეგმას.
გამოიყენეთ N95 მასკები და დაიცავით თავი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებისგან.
წყალდიდობა
გაეცანით თქვენი შტატის წყალდიდობის სახეობებს. ეწვიეთ დამატებითი ინფორმაციისთვის FEMA’s Flood Map Service Center (https://msc.fema.gov/portal/home)
თუ თქვენი ადგილმდებარეობა არის წყალდიდობის ზონაში, მოახდინეთ დაკვირვება პოტენციურ ფაქტორებზე.
შეისწავლეთ საევაკუაციო გეგმა და გაეცანით თავშესაფარის ადგილმდებარეობას.
მოიმარაგეთ გადაუდებელი სიტუაციისთვის საჭირო პროდუქტები.
დაუყოვნებლივ დატოვეთ წყალდიდობის არეალი და გადაადგილდით წინასწარ დაანონსებულ უსაფრთხო თავშესაფარში.
ევაკუაციის დროს დაიცავით საგზაო წესები და არ გადაუაროთ ბარიკადებს.
არ გადაადგილდეთ ფეხით, დაუშვებელია ცურვა და სატრანსპორტო საშუალების გამოყენება დატბორვის არეალში.
თავი შეიკავეთ ხიდზე გადაადგილებისგან, შესაძლოა წყლის ძლიერმა ნაკადმა მოახდინოს ხიდების დაზიანება.
გაეცანით თქვენი შტატის ქარიშხალის სარისკო არეალს.
თქვენი ადგილმდებარეობა თუ არის ქარიშხალის ზონაში მოახდინეთ დაკვირვება პოტენციურ ფაქტორებზე.
გამოიყენეთ გენერატორი ან სხვა ელექტროენერგიის წყარო და განათავსეთ მოწყობილება ფანჯრებიდან შორს.
მოერიდეთ ყველანაირ ელექტრონულ კაბელებს და აპარატებს, რომელიც არის დატბორილი.
ჩაკეტეთ სახლის ფანჯრები და ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ მსხვრევადი ნივთებისაგან.