ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

გაცნობებთ, რომ 2015 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატების “სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში“ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ, ამერიკულ ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო პროფესიებში. ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ, სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ დიპლომებს. ბაკალავრიატის პროგრამები ხორციელდება სამ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს, თბილისში იცხოვროს და ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს ამერიკული განათლება და დიპლომი. საქართველოს დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომელიც გასულები არიან საქართველოს მოქალაქეობიდან და მიღებული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, შეუძლიათ პროგრამებზე ჩააბარონ საერთაშორისო სტუდენტების მიღების პროცედურების გავლის შედეგად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.georgia.sdsu.edu.

სხვა მრავალ მნიშნელოვან პროექტთან ერთად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების პროგრამას აფინანსებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Account – MCC) მეორე კომპაქტი, რომლის ფარგლებშიც გამოყოფილია 140 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (Millennium Challenge Account – Georgia). 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ