ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

 

ტრეფიკინგი - ნუ გახდები მონა 21-ე საუკუნეში!

• თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში, დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

 

• თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას და მიიღოთ ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, დამკვიდრებული ადათ-წესების და საფრთხეების შესახებ.

 

• საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში, თუ ვინმემ უკანონოდ შეზღუდა თქვენი თავისუფლება, თუ დამსაქმებელმა ან სხვა პირმა ჩამოგართვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ თქვენ ძალადობის მსხვერპლი გახდით, აუცილებლად მიმართეთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ისინი დაიცავენ თქვენს უფლებებს, კანონიერ ინტერესებს და უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

 

• ზემოაღნიშნულ შემთხვევებში თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს (ცხელი ხაზი: +(995 32) 294 50 50; +(995) 577 98 40 20; ელექტრონული ფოსტა: consulinfo@mfa.gov.ge).

 

ტრეფიკინგი

                                                 

გახსოვდეს!

 

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 მუხლის თანახმად, ასევე მკაცრად ისჯება ტრეფიკინგის მსხვერპლების მიერ შემოთავაზებული მომსახურებების გამოყენება. ასე რომ, ნუ იქნები კავშირში ამ დანაშაულთან!

 

   იყავი ინფორმირებული         დამატებითი ინფორმაცია        დამატებითი ინფორმაცია   

 

 

 

 

 

 
 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ