საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო ქალთა დღე 2019

ქ. ნიუ იორკის უცხოელ კონსულთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ქალთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტი ქალბატონები, რომლებიც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ქალაქ ნიუ იორკში და განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი თავიანთი ქვეყნის, დიასპორის ან/და ქ. ნიუ იორკისათვის სხვადასხვა მიმართულებით როგორიცაა: კულტურა, ბიზნესი, სახელმწიფო მართვა, განათლება და ა.შ. საქართველოს გენერალურმა საკონსულომ წელს აღნიშნა ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი მსახიობის - ქალბატონი ხათუნა იოსელიანის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვილი ქ. ნიუ იორკის ქართული თეატრის დაარსების საკითხში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, მათ შორის ქ. ნიუ იორკის მერიის ოჯახური და გენდერულ ძალადობის საკითხთა კომისარი - ქალბატონი სესილ ნოელი და US Department of State, OFM Northern Area Director ქალბატონი ბრუკ ნობელი.

ღონისძიებაზე ქართული ეროვნული ცეკვა შეასრულა ქ. ნიუ იორკში არსებულმა ანსამბლმა "ფესვები".


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal