შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი გამოცხადდა უქმე/დასვენების დღეებად.
აქედან გამომდინარე, საკონსულო დაწესებულებების სატელეფონო ცხელ ხაზზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მხოლოდ შემდეგ გადაუდებელ შემთხვევებში:
- ბუნებრივი კატასტროფა;
- ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
- საქართველოს მოქალაქის დაბადება;
- საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
- სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა;
- საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.