საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის "TIA GEORGIA"-ს წევრებსა და აშშ-ში ქართული საკვირაო სკოლების ქართული ენის პედაგოგებს.

გენერალურმა კონსულმა აშშ-ში ქართულ საკვირაო სკოლებში მოღვაწე მასწავლებლებს მიულოცა პროფესიული დღესასწაული და აღნიშნა მათი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველი ემიგრანტი ბავშვებისათვის მშობლიური ქართული ენის სწავლებაში.

საკვირაო სკოლის პედაგოგებს გადაეცათ მადლობის სიგელები, როგორც საქართველოს გენერალური საკონსულოს, ასევე, მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის "TIA GEORGIA"-ს სახელით



გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Elections

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal