საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 6 ივლისიდან ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ნაწილობრივ განახლდება მოქალაქეთა მიღება საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით.

2020 წლის 6 ივლისიდან ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ნაწილობრივ განახლდება მოქალაქეთა მიღება საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით.

🔹 მოქალაქეთა მიღება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით შემდეგი ვებგვერდის საშუალებით www.geoconsul.gov.ge

🔹 ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები 👇


  • გენერალურ საკონსულოში გამოცხადებისას მოქალაქე ვალდებულია ატაროს დამცავი პირბადე.
  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
  • მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
  • მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
  • მოქალქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით
  • მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
  • მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
  • მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

 


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Elections

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal