საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც აშშ-დან ფრენისას ბაქოსა და კიევის ტრანზიტით სარგებლობენ

გაეცანით ამ დროისათვის არსებულ ინფორმაციას:

 

საქართველოს მოქალაქეები რომლებიც აშშ-დან მიემგზავრებიან საქართველოში კიევის ტრანზიტის გამოყენებით:

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 16 მარტის 00:01 საათიდან (უკრაინის დროით) ორი კვირის განმავლობაში, იკრძალება უცხოელების და მოქალაქეობის არ მქონე პირების შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე.

 

🛑 საქართველოს მოქალაქეები 17 მარტის 00:00 საათამდე შეძლებენ ტრანზიტით სარგებლობას. 17 მარტის 00:00 საათიდან ავიამიმოსვლა სრულიად შეწყდება.

 

🛑 უკრაინაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია : +380633198909

 

რაც შეეხება აშშ-დან საქართველოში მგზავრობას ბაქოს ტრანზიტით:

 

🛑 საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში, დაიკეტა სახელმწიფო საზღვარი. ამასთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეები სახმელეთო გზით შეძლებენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას.

 

ბაქოში ჩაფრენის გადაწყვეტილების შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ საქართველოს საელჩო საქართველომდე მგზავრობის უზრუნველყოფაში.

 

🛑 აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერებია: +99450 2500716, 2500710


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal