12 მარტს, ქ. ნიუ იორკის მერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.
პრესკონფერენციაზე მერმა ახსენა, რომ ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული ღონისძიება არ არის ამოქმედებული, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს ჩამოთვლილი ქმედებები.
⭕️ დაწესდეს კომენდანტის საათი.
⭕️ დარეგულირდეს მანქანების და ხალხის მიმოსვლის გზები.
⭕️ დაიხუროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
⭕️ გადაიდოს არჩევითი (საოპერაციო) პროცედურები საავადმყოფოებში.
⭕️ დაიგეგმოს ქალაქის მარაგი.
⭕️ შეიზღუდოს ალკოჰოლის მოხმარება, ცეცხლსასროლი იარაღისა და ადვილად აალებადი სითხეების.
⭕️ შეიქმნას ან დადგინდეს საგანგებო ვითარებისთვის გათვალისწინებული თავშესაფრები.
ქ. ნიუ იორკის მერია იმუშავებს, რომ შეინარჩუნოს 3 მთავარი მომსახურება ქალაქში: სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჯანდაცვის სისტემა.
❗️ქ. ნიუ იორკი, ნიუ იორკის შტატთან თანამშროლობით გაატარებს მიღებულ რეგულაციას, რომელიც კრძალავს 500 კაციან შეკრებებს.