საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აშშ-ში შენგენის ზონიდან უცხოეთის მოქალაქეების მიღება შეიზღუდა

მსოფლიო მაშტაბით კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით შეიზღუდა აშშ-ის საზღვარზე უცხოეთის მოქალაქეების მიღება, ვინც ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდა ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში.

შენგენის ზონაში შედის 26 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია,  ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდების სამეფო, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

🔴 შეზღუდვა არ ეხებათ აშშ-ის მოქალაქეებს, ამერიკაში ლეგალურად მუდმივად მცხოვრებ პირებს, აშშ-ის მოქალაქეების უახლოესი ოჯახის წევრებს (პირველი რიგის ნათესავებს), აშშ-ის მოქალაქისა თუ მუდმივად მცხოვრები პირის ნაშვილებ უცხოეთის მოქალაქეს და არასრულწლოვან და-ძმას. სრული ჩამონათვალი იხილეთ პრეზიდენტის განკარგულებაში

აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შედის 13 მარტის ღამის 11:59 საათიდან (EST -აღმოსავლეთ სანაპიროს დროით).

მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჯერჯერობით ევროპიდან ფრენები ორივე მიმართულებით კვლავ ხორციელდება, ისევე როგორც სტამბულის, კიევისა და დოჰას მიმართულებიდან.

რადგან აშშ-ის შესაბამისი სამთავრობო უწყებების მხრდან ინფორმაციის დაზუსტება ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, შესაბამისად გენერალური საკონსულო მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში. გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებგვერდს და Facebook გვერდს.

✅ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს საკონსულო სამსახურს:

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1 (212) 922-1722; ცხელი ხაზი: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227

კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები — საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303 & ext. 201; ცხელი ხაზი: +1 (202) 247-8498; +1 (202) 853-8304;

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ ბმულებზე:

White House: Proclamation—Suspension of Entry as Immigrants and Nonimmigrants of Certain Additional Persons Who Pose a Risk of Transmitting 2019 Novel Coronavirus

U.S. Department of Homeland Security: Homeland Security Acting Secretary Chad F. Wolf’s Statement on Presidential Proclamation To Protect the Homeland from Travel-Related Coronavirus Spread

COVID-19 ვირუსის სიმპტომებსა და დაცვის შესაძლებლობებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

საკონსულო დაწესებულებების საგანგებო რეჟიმზე ინფორმაციას, გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე

აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს❗️

გისურვებთ ჯანმრთელობას!


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal