საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორონავირუსი (COVID-19) ამერიკის შეერთებულ შტატებში

📣📣აშშ-ში კორონავირუს (COVID-19) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს❗️

 

🔴 კორონავირუსის (COVID-19)  სიმპტომები:

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს 2 – 14 დღის განმავლობაში.

• ცხელება

• ხველა

• ქოშინი და სუნთქვის გაძნელება

• უფრო მძიმე შემთხვევებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია

• მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი

• თირკმელების უკმარისობა

 

🔴 რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

 

• საუკეთესო გზა რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდებაა.

• ხელების ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პირი იმყოფებოდა. იხილეთ სადეზინფექციო საშუალებების ჩამონათვალი.

• დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.

• სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებით.

• შეინარჩუნეთ არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

• ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმებთსნ დაუცველი კონტაქტისგან თავის არიდება

• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანების მიერ ხველის / ცემინების ეტიკეტის დაცვა - ქაღალდის ხელსახოცის ან იდაყვის გამოყენებით.

• ამჟამად გრიპისა და რესპირატორული დაავადებების სეზონია და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) გირჩევთ გრიპის ვაქცინის მიღებას.

• სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს (წინასწარი შეტყობინებით ვიზიტის მიზეზზე) ან მიბრძანდით ნებისმიერი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

 

🔴 თუ კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოგაჩნდათ:

 

• მიმართეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი სიმპტომების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ : ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა,სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;

• მოქალაქეებს რომელთაც არ ემსახურებათ აშშ-ის ჯადაცვის პროვაიდერი / არ აქვთ დაზღვევა, შეუძლიათ მიმართონ საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების ცენტრებს.

• აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებმა, ვისაც აქვს ადგილობრივი უნივერსიტეტის დაზღვევა, უნდა მიმართონ უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის ტესტირებასა და რეფერირებას.

• იმ ადამიანებისთვის, ვისაც აღმოჩნდა COVID-19– ი, მაგრამ არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, გთხოვთ მიჰყევით დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC)  მითითებებს, თუ როგორ შეამციროთ ვირუსის სხვებზე გავრცელების რისკი.

• ადამიანები, რომლებსაც COVID-19– ი შედრებით ადვილ ფორმებში აქვთ, შეუძლიათ ავადმყოფობის პერიოდში სახლში იზოლირება.

• იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოემგზავრებით მაღალი რისკის ქვეყნებიდან აშშ-ში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია, იაპონია), აუცილებელად მიმართეთ თვით-იზოლაციას ჩამოსვლიდან 14 დღის განმავლობაში და გთხოვთ, მიჰყევით მითითებულ ინსტრუქციას. თვით-იზოლაცია აუცილებელია საკუთარი და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობის დაცვისთვის.

 

✅ სიმპტომების შემთხვევაში, შეგიძლიათ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე კონსულტაცია გაიაროთ პროფესიონალებთან ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებებში:

DC health department 1 (202) 442-5955

MD health department 1(410) 517-3720

NY health department: 1 (888) 364-3065

San Francisco health department: 1 (415) 554-2830

Philadelphia health department: 1 (215) 686-5200

 

❗️საგანგებო ვითარების შემთხვევაში დარეკეთ 911-ზე.

 

კორონავირუსის შესახებ ტექსტური შეტყობინებების სერვისი (ფასიანი) შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე დაკავშირებით:

NYC  -- Text “COVID” to 692692 to get notifications on NYC Coronavirus info

San Francisco – Text COVID19SF to 888-777 to get notifications on SF Coronavirus info

 

✅ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საკონსულო სამსახურს:

 

კოლუმბიის ოლქის, ვირჯინიის, მერილენდის, დასავლეთ ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატის მაცხოვრებლები -- საქართველოს საელჩოს საკონსულო ოლქი ქ. ვაშინგტონში: +1 (202) 387-2390 ext. 303; +1 2022478498

 

აშშ-ის დანარჩენ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები -- საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ იორკში: +1(917) 916-2753; +1 (917) 945-3227


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal