საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გენერალური საკონსულო თანამშრომლების ვიზიტი კალიფორნიის შტატში

 

კალიფორნიის შტატში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!იგეგმება ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო თანამშრომლების ვიზიტი კალიფორნიის შტატში, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში მომსახურების მიზნით.

მოქალაქეების მიღება იწარმოებს შემდეგი გრაფიკით:

2020 წლის 1 თებერვალი - ქ. სან ფრანცისკოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიღება გაიმართება ქ. სანტა კლარაში - TBD Design Gallery, 3283 De La Cruz Boulevard, Santa Clara, CA 9505412:00 - 16:00 საათამდე

2020 წლის 5 და 6 თებერვალს - ქ. ლოს ანჯელესი.წმინდა ნიკოლოზის ქართული მართმადიდებლური ეკლესია 8336 Sylmar Avenue, Panorama City, CA 9140210:00 - 15:00 საათამდემიღების ფარგლებში 

მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (პირადობის მოწმობა, ბიომეტრული პასპორტი) ასაღებად შესაბამისი განაცხადის წარდგენა. ასევე, გაეწევათ შესაბამისი კონსულტაცია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების პროცედურების შესახებ.გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდით შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომერზე 212 922 1722 ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: [email protected]გთხოვთ წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);2) მანი ორდერი ($130 ბიომეტრიული პასპორტისთვის & $30 პირადობის მოწმობისთვის სრულწლოვანი პირისათვის. ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში $65 დოლარის ოდენობის);3) დაბადების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);4) ორი (2) დაბეჭდილი პასპორტის ზომის ფოტოსურათი;5) მუყაოს კონვერტი, წინასწარ გადახდილი თქვენი მისამართით რითაც დაგიბრუნდებათ გაცემული დოკუმენტი .6) არასრულწლოვანის შემთხვევაში 16 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის გაცემისათვის უნდა გამოცხადდეს ორივე მშობელი თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა. 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის შემთხვევაში, კი სავალდებულოა გამოცხადდეს ერთი მშობელი, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობის ასლი.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal