საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიება

ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავის აღმნიშვნელ ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ში მყოფი საპატრიარქოს დელეგაციის წევრები და სხვადასხვა ქვეყნების ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები. 

საპატრიარქოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ტახტის მოსაყდრე და ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა შიო. 

საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი მიესალმა მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას და წმინდა სინოდის წევრებს. გენერალურმა კონსულმა ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანეს წვლილზე საქართველოს ჩამოყალიბების და განვითარების პროცესში. მან გადაუხადა მადლობა საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს აშშ-ში ვიზიტისთვის და სტუმრებს მიულოცა  საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაარსებიდან მეათე წლისთავი.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal