საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული საკვირაო სკოლისთვის სახელმძღვანელოების გადაცემა

ქართულ დიასპორაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება სახელმწიფოს პრიორიტეტია. ამისათვის საუკეთესო საშუალება საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ახალგაზრდა თანამემამულეებში ქართული ენის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ ცოდნის გაზიარებაა. შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტი მიმართულებაა ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა.

5 ოქტომბერს, ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა ქართული კულტურის ცენტრ "Dancing Crane”-თან არსებულ საკვირაო სკოლას გადასცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სამ საფეხურიანი სახელმძღვანელოები. ვულოცათ ქართული კულტურის ცენტრს "Dancing Crane” სასწავლო წლის დაწყებას!


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal