საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნუცი ნებიერიძის კომპოზიციების წარმოდგენა, ბელა რომელაშვილის ნამუშევრებთან ერთად

პარასკევს, 22 თებერვალს, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა ქალბატონი ბელა რომელაშვილის ნამუშევრების გამოფენა სერიიდან "The Connections", ნუცი ნებიერიძის საავტორო კომპოზიციების თანხლებით.

ბელა რომელაშვილის ნამუშევრების სერია “The Connections”, წარმოადგენს პორტრეტული ხასიათის ციკლს.
გამოფენაზე წარდგენილ ნამუშევებში ფიგურები ერთმანეთთან ინტერაქციაშია - ერთმანეთს გადაკვეთენ, ერთმანეთში გადიან და წარმოქმნიან ახალ გამოკვეთილ სახეებს. სახეები და სხეულები ერთიანდება და ერთმანეთს შეიცავს,  მათ აქვთ სხვადასხვა ხასიათი და ფორმა, მაგრამ ქმნიან ერთ მთლიანობას.
თანამედროვე სამყაროში, სხვადასხვა ტექნოლოგიების დახმარებით,  ადამიანები ხშირად ვირტუალური კომუნიკაციით ცხოვრობენ, მათ შორის აღარ არსებობს საზღვრები და მანძილი. პორტრეტების სერიაში, ახლო და შორი ერთ სიბრტყეშია განლაგებული, მოშლილია მანძილი და საზღვრები, ყველაფერი ერთი ვირტუალური ღრუბელია სადაც დროს და სივრცეს მნიშვნელობა დაკარგული აქვს.

ნუცი ნებიერიძე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მუსიკოსია, ბელას ქალიშვილი. ის უკვე მეორედ უძღვება ბელას გამოფენას შეერთებულ შტატებში მისი საავტორო მუსიკით.
ნუცისთვის ყოველთვის დიდი ინსპირაცია იყო ბელას მხატვრობა, და მუდამ დიდ გავლენას ახდენდა მასზე ბელას აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრები, სტრუქტურები, ფერთა ჰარმონიები და კომპლექსური კომპოზიციური იდეები მის მხატვრობაში, რა სტრუქტურებსაც ნუცი ეძიებს და ცდილობს მისდიოს და განახორციელოს მის მუსიკაში.
ნუცი წარმოადგენს თავის საავტორო კომპოზიციებს გამოფენაზე. 


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal