საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

"ათი ისტორია საქართველოდან" ადამ მორგანშტერნის ფოტოგამოფენა

25 იანვარს, ქ. ნიუ იორკის საქართველოს გენერალურ საკონსულოში ჩატარდა ადამ მორგანშტერნის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „Ten Stories from Georgia“. ბატონი მორგანშტერნი არის ამერიკელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებიც ხშირად გვხვდება ცნობილ გამომცემლობებში როგორიცაა: Forbes, Wall Street Journal და სხვა. 

გენერალურ საკონსულოში გამართული ფოტოგამოფენით, ბატონმა მორგანშტერნმა სტუმრებს გაუზიარა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული საინტერესო გამოცდილება და 10 ფოტოს ისტორია. წარმოდგენილი ფოტოები აღწერდნენ საქართველოს ხალხის კულტურას, სტუმართმოყვარეობასა და ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციას.



გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal