საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ნიუ იორკის გიდების ასოციაციის წევრებთან

2018 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა სტუმრებს ნიუ იორკის გიდების ასოციაციიდან - “The Guides’ Association of NYC“.

ასოციაციის წევრები გეგმავენ საქართველოში ვიზიტს საერთაშორისო ტურისტული კონვენციის ფარგლებში „World Federation of Tourist Guide Associations” რომელიც ჩატარდება თბილისში, 2019 წლის 21 იანვრიდან 27 იანვრამდე.

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ გიდების ასოციაციის წევრებს პრეზენტაციის სახით გააცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. გენერალურმა კონსულმა, ქალბატონმა დიანა ჟღენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. გიდების ასოციაციის წევრებმა დააფიქსირეს პოზიტიური განწყობები და გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal