საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

10 წელი რუსეთ საქართველოს ომიდან

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უცხოელ მეგობრებთან და ქართულ დიასპორასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთა მოსახსენიებელ საღამოს გაუკეთა ორგანიზება. საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იქნა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ საოკუპაციო ზოლთან არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. 

გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა ისაუბრა კონფლიქტის ისტორიაზე, დღეს არსებულ ვითარებასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტებთან მიმართებაში. ასევე, საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის როლს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ქ. ნიუ იორკში საქართველოს დიასპორის სახელით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ასოციაცია თვისტომის თავჯდომარემ ბ-ნ ნიკოლოზ ჩხეიძემ.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal