საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მინისტრის მოადგილემ სან-ფრანცისკოში ქართული დიასპორის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა

22.06.2018 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე  შეხვდა  სან ფრანცისკოში კომპანია ‘Eristavi Winery’ -ის  დამფუძნებელსამერიკაში ცნობილი ქართული გვარის - ერისთავების შთამომავალს ვიქტორ ერისთავს და მის მეუღლეს


მისი დიდი ბაბუა სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი, აშშ-ში პირველი ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.  კონსტანტინე (კონი) ერისთავი კი ნიუ იორკის ვიცე-მერი. თავად ვიქტორ ერისთავი  სან ფრანცისკოს მერობის კანდიდატად არის დარეგისტრირებული და აპირებს  კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას 2019 წელს.


შეხვედრაზე  საუბარი  შეეხო სან ფრანცისკოში ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირს, ქართული კულტურისა და ენის პოპულარიზაციას. ამ მხრივ აღინიშნა 2018 წლის 2 ივნისს, სან ფრანცისკოში ვიქტორ ერისთავის კომპანია ‘Eristavi Winery’ -ში გამართულ ღონისძიებას, რა დროსაც საქართველოს საელჩომ აშშ-ში და ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ერთობლივად უმასპინძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას, რომელსაც კალიფორნიის შტატის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს ამერიკელი მეგობრები დაესწრნენ. როგორც ერისთავმა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას აღნიშნა, წლის განმალობაში ერისთავის მარანში უამრავი ღონისძიება ეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციას.

„ხალხს ვუხსნით  ღვინის კულტურაზე, ვლაპარაკობთ საქართველოზე, ვუჩვენებთ  ქართულ ფილმებს.  ხშირად მოდიან სოციალური მედიის ორგანიზაციები, მათ ვესაუბრებით ქართული  სუფრის წესებზე, თუ რატომ არის ის ასეთი განთქმული.’’ განაცხადა ‘Eristavi Winery’-ის  დამფუძნებელმა.

ვიქტორ ერისთავმა   2006 წელს კალიფორნიაში ღვინის წარმოება დაიწყო. მისი განცხადებით, ‘Eristavi Winery’-ის ეგიდით 2018 წელს კალიფორნიაში თბილისობის აღნიშვნა იგეგმება.
 



გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal