საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტეხასის ლიცეუმის დელეგაციის ვიზიტი გენერალურ საკონსულოში

2018 წლის 20 ივნისს, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა ტეხასის ლიცეუმის დელეგაციას. დელეგაციის წევრები წარმოადგენდნენ სხვადასხვა პროფესიულ სფეროს, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებს. მიღება მიზნად ისახავდა სტუმრების ინფორმირებას საქართველოს შესახებ ისტორიული, კულტურული და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.

გენერალურმა კონსულმა ქალბატონმა დიანა ჟღენტმა ისაუბრა  ტურისტულ პოტენციალზე, საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობებზე. მიღებისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.


გენერალური კონსული
დიანა ჟღენტი

Occupied Territories of Georgia

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal